კათოლიკოს-პატრიარქი ბავშვების დალოცვის წესის აღდგენას გეგმავს. ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 16:00 საათზე პარაკლისი კი 17:00 საათზე შესრულდება.
ილია მეორის განმარტებით, ბავშვების დალოცვის წესი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.
"ჩვენ გვქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის. მე მინდა რომ აღდგეს ეს წესი. ყოველ ორშაბათს 17:00 საათისთვის მობრძანდით და პარაკლისს მეთვითონ შევასრულებ,"- განაცხადა პატრიარქმა.