20 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
გუდაურიდან კობის მიმართულებით გზა გაიხსნა

გუდაურიდან კობის მიმართულებით გზა გაიხსნა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია და სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გზის სავალი ნაწილი თოვლისგან გაწმენდილია. 

სამინისტროს ინფორმაციით გუდაურიდან კობის მიმართულებით მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია ახალი მოძრაობის რეჟიმი. 

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვნი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

 

ფოტო: არქივი 

ამავე თემაზე
დღის ამბები