ანტონ ვან დეიკის ტილოს მითიური სცენის გარშემო დავა გრძელდება. დღეს აბაშიძეების ოჯახი ნოტარიუსიდან იმ დოკუმენტაციის წამოღებას გეგმავს, რომლითაც, როგორც ამბობენ, მტკიცდება, რომ ტილო ნამდვილად მათი საკუთრება იყო და 2010 წელს ის ზაჰირ ჰუსეინოვს მიჰყიდეს.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოდან იმ საბუთებს გამოითხოვენ, რის საფუძველზეც 2013 წელს ზაჰირ ჰუსეინოვს ქონება დაუყადაღდა, რადგან მან მხოლოდ თანხის ნაწილი, 8 ათასი დოლარი, გადაუხადა ტილოს მფლობელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე მას დაეკისრა დარჩენილი 30 ათასამდე დოლარის გადახდაც. ხვალ ეკა აბაშიძე ფინანსურ პოლიციაშია დაკითხვაზე დაბარებული. იგი მზად არის გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია გადასცეს.