20 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ვან დეიკის ტილო - კულტურის სამინისტროში დოკუმენტი იპოვეს

კულტურის სამინისტრო არქივში ის დოკუმენტი იპოვეს, რომლის საფუძველზეც ვან დეიკის შედევრი საქართველოდან გავიდა. 

დოკუმენტი 10 კაციანმა კომისიამ 2010 წლის დეკემბრის თვეში გასცა და  ნებართვა მისცა მომთხოვნ პირებს ტილოს ქვეყნიდან გატანის შესახებ. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ ტილოს შესწავლის შედეგად ვერ დადგინდა მისი ავტორი. დოკუმენტში ტილოს შექმნის ადგილად ევროპა არის მითითებული, ხოლო შექმნის დროდ მეოცე საუკუნის დასაწყისი. 

როგორც ტილოს გადამყიდველები აცხადებენ, 2010 წელს სწორედ კულტურის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ ეს ნამუშევარი უცნობ ავტორს მიაკუთვნა, შეაფასა 5 ათასად და გასცა მისი ქვეყნიდან გატანის ნებართვა. გადამყიდველების განცხადებით, მათ ნახატი კანონის ფარგლებში გაიტანეს ქვეყნიდან. 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები