20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა შენობა უკანონოდ დაიკავეს

სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა შენობა უკანონოდ დაიკავეს. საექიმოს ქუჩის 42 ნომერში განთავსებულ ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მოქალაქეები გვიან ღამით შეიჭრნენ და შენობიდან გამოსვლას მანამ არ აპირებენ, სანამ სახელმწიფო მათ საცხოვრებლით არ უზრუნველჰყოფს. 

რამდენიმე წუთის წინ კი ადგილზე შენობის მფლობელი მივიდა, რომელმაც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა 2007 წელს შეიძინა. მისი განცხადებით ტერიტორიაზე სასწავლებლის აშენებას გეგმავს და მოუწოდებს დევნილებს და სოციალურად დაუცველებს დატოვონ შენობა. 

საექიმოს ქუჩაზე ამ წუთებში სიმშვიდეა ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. 

დღის ამბები