20 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში შესახლებული დევნილები მესამე დღეა აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში შესახლებული დევნილები მესამე დღეა აქციას მართავენ.

ისინი სოციალური დახმარების შეწყვეტასა და საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.

50 –მდე ოჯახს სოციალური დახმარება 7 იანვარს შეუწყდა, მიზეზი მათთვის უცნობია. დევნილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

დევნილების აქციაზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.

„მთავარი პრობლემა, რაც დევნილებისგან იყო წამოსული, ეს იყო შეშით მომარაგების პრობლემა. ჩვენ არ გაგვაჩნია სახსრები, რომ ამ ხალხს შეშა შევუძინოთ, ერთადერთი მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ვთხოვეთ შესაძლებლობის ფარგლებში გამოეყოთ საშეშე მასალა,“ - განაცხადა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები