გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც 12 წლის გოგონა ემსხვერპლა სპეციალისტების შეფასებით უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა.
გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა აღძრული. ჯერჯერობით უცნობია, დაარღვია თუ არა უსაფრთხოების წესები ახალგაზრდამ, რომელიც მოზარდს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.
სამთო კურორტებზე მომუშავე მწვრთნელები, პროფესიონალი მთამსვლელები და საზოგადოების წარმომადგენლები გუშინ მომხდარი შემთხვევის გამო მთავრობას კანონის შექმნასა და სამთო კურორტებზე წესების გამკაცრებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ამ თემაზე უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები სამართლიანად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
ავტორი: დავით კაკულია.