20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ოპოზიცია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის ბულვარის იერსახის შეცვლას აპროტესტებს

ბათუმის ბულვარის მესამე ბილიკის აღდგენის შესახებ არაერთი აქციის ორგანიზატორები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ, თავად კი გაჩერებას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს მერიისგან საკრებულოს მხრიდან ბულვარის მართვაზე მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება და უკვე დაწყებული სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

თავისუფალი დემოკრატებისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალეს ბულვარის ნაწილის იერსახე მაშინ, როდესაც სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე მერიის ნებართვა ამ დრომდე არ არსებობს.

ოპოზიციის ბრალდებებზე ბათუმის მერს არ უპასუხია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა კი დღეს ბულვარის მესამე ბილიკზე დაწყებულ სამუშაოებზე ბათუმის მერის ხელმოწერით დოკუმენტი წარადგინა, თუმცა მირანდა ჩარკვიანის თქმით, ამ სამუშაოს საერთო არაფერი აქვს იმ კონცეფციასთან, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში ბათუმის ბულვარის იერსახის შეცვლა იგეგმება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მერიის ნებართვის გარეშე ნებისმიერი სამუშაო უკანონოა.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები