ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი, კომპოზიტორი, მსახიობი და ავტორიტეტული ფიგურა დიდ სცენაზე, რევოლუციური მუხტით და მრავალჟანრობრივი შემოქმედებით- დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
27-ე ალბომზე მუშაობა დევიდ ბოუის მძიმე სენთან ბრძოლის პერიოდში მოუწია. 18 თვიანი მკურნალობის პერიოდის შემდეგ ის 10 იანვარს გარდაიცვალა.
დევიდ ბოუის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის მანძილზე მთელს მსოფლიოში 140 მილიონი ალბომი გაიყიდა.
ოქროს, ვერცხლის, პლატინის ალბომების მფლობელი საუკეთესო მუსიკალური გამოცემების მიერ საუკუნის მოვლენად და მუსიკოსად დასახელებულთა შორის ხშირად ლიდერობდა.
ვარსკვლავის პატივსაცემად კარნეგი ჰოლში გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება. კონცერტი 31 მარტს ჩატარდება.
ავტორები: სალომე ბენაშვილი.