20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ფინანსურ პოლიციაში ეკა აბაშიძის გამოკითხვა რამდენიმე დღით გადაიდო

ფინანსურ პოლიციაში ეკა აბაშიძის გამოკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა ის რამდენიმე დღით გადაიდო.

ამის შესახებ თხოვნით უწყებას ტილოს ყოფილმა მფლობელმა მიმართა და მიზეზად დოკუმენტაციის შეგროვებისთვის საჭირო დრო დაასახელა.

გამოკითხვის გადადების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს საფინანსო საგამოძიებო დეპარტამენტის პრეს სამსახურშიც.

„ქალბატონმა ეკამ ითხოვა დრო დოკუმენტაციის შესაგროვებლად. რა მომენტშიც ექნება მას სრულად დოკუმენტაცია ხელთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებლად შევხვდებით. ბატონი ჰუსეინოვი და ბატონი მახარაძე მობრძანდებიან საგამოძიებო სამსახურში. თუ კი იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, შემდეგ გადაწყდება, რა სახის რეაგირება იქნება ჩვენი მხრიდან,“ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა გიორგი გრძელიშივილმა.

თუმცა თავად აბაშიძემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები