20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ფინანსურ პოლიციაში დღეს ზაჰირ ჰუსეინოვსა და მალხაზ მახარაძეს ელოდებიან

ფინანსურ პოლიციაში დღეს ზაჰირ ჰუსეინოვსა და მალხაზ მახარაძეს ელოდებიან.

სკანდალური ტილოს ყოფილი მფლობელი და პირი, რომელიც მას ნახატის თურქეთში გადატანაში დაეხმარა საგამოძიებო უწყებაში მისვლას რამდენიმე საათში აპირებენ.

ისინი სამართალდამცველებს არსებულ დოკუმენტაციას წარუდგენენ და ამბობენ, რომ მათ მიერ ჩადენილი ყველა ქმედება კანონიერი იყო.

„ფინანსური პოლიციიდან დაგვირეკეს დასაკითხად, არ ვიცი რატომ. კულტურის სამინსიტრომ გვითხრა, რომ საბუთს სამ-ოთხ დღეში მოგვცემს, ჩვე დაუყოვნებლივ გადმოცემას ვითხოვთ, რადგან თუ გამოგვიძახებენ, ეს დოკუმენტი ვაჩვენოთ. გარდა ამისა, გვიბარებს თურქული მხარეც, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს არ იყო კონტრაბანდა,“ - განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.

კომენტარი გააკეთა მალხაზ მახარაძემაც. მისი თქმით, ყველაფერზე გასცემენ პასუხს, რაც სამართალდამცველებს აინტერესებთ.

პარალელურად, სტამბულში სამართალდამცველების მიერ ნაპოვნი ნახატის ყოფილი მფლობელები თურქი ხელოვნებათმცოდნეების პასუხს ელოდებიან. ეკუთვნის თუ არა სკანდალური ტილო ვან დეიკს დასკვნა სავარაუდოდ ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები