20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მედეა ვასაძის მძღოლს ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ

მედეა ვასაძის მძღოლს ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ. დეპუტატის მტკიცებით, გიორგი კვაჭაძემ აღნიშნული ნივთი ქუჩაში უცხო პირისგან შეიძინა - როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა ის მოპარული იყო.

თუმცა სამართალდამცველები ქურდობაში სწორედ მძღოლს ადანაშაულებენ.

მედეა ვასაძე ასევე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მძღოლი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მაშინ გადაიყვანეს, როდესაც საკუთარი დედის სამძიმარზე იმყოფებოდა.

„გუშინ მოვიდნენ, პანაშვიდის დაწყების წინ წაიყვანეს და ღამის 11 საათამდე, ჭირისუფალი ვიდექით პოლიციის ქვეგანყოფილების წინ,“ - აცხადებს მედეა ვასაძე.

დღის ამბები