მთავარ პროკურატურაში ახლადშექმნილ საკონსულტაციო საბჭოსთან დაკავშირებით კითხვები აქვს სამოქალაქო სექტორს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი უწყებიდან დღეს შესაბამის დოკუმენტაციას გამოითხოვს, რომლის საფუძველზეც მათ საბჭოსთან მიმართებით სრული ინფომრაციის მიღება შეეძლებათ.
„გაუგებარი რჩება ის საკითხები, რომელზეც საბჭო იმუშავებს, გადაწყდება კოლეგიურად საბჭოს მიერ, თუ ის უბრალოდ მთავარ პროკურორს შესთავაზებს სარეკომენდაციოდ, გადაწყვეტილებების სამუშაო ვერსიებს და შემდეგ ისევ მთავარი პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
საკითხზე კომენტარი გააკეთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ.
„ასეთი საბჭოების ამოცანაა, იმ საკითხებზე თათბირის გამართვა, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია ამა თუ იმ სტრუქტურისთვის,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება გუშინ გავრცელდა. უწყების ცნობით, ის მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა და მისი ფუნქცია უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა იქნება.