არასამთავრობო ორგანიზაციები დავით უსუფაშვილს კიდევ ერთხელ მიმართავენ. სამოქალაქო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს ღია საკომიტეტო მოსმენაზე ენერგეტიკის მინისტრის დაბარებას და ხელისუფლების მიერ გაზპრომთან ჩატარებული შეხვედრებისა და მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას სთხოვენ.
"გაზპრომი არის რუსული პოლიტიკური გავლენის სერიოზული იარაღი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, არაგამჭვირვალე ორგანიზაცია. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე გაზპრომის რაიმე ფორმით დაბრუნება და ამით მისთვის საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ბერკეტის გადაცემა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ეს ზიანს მიაყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და სასიცოცხლო ინტერესებს,"- ნათქვამია განცხადებაში.