20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ზაჰირ ჰუსეინოვს ფინანსურ პოლიციაში 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ

ზაჰირ ჰუსეინოვმა ფინანსური პოლიცია 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. დაკითხვაზე იმყოფებოდა მალხაზ მახარაძეც, რომელიც ჰუსეინოვს ნახატის თურქეთში გადატანაში დაეხმარა.

ფინანსური პოლიციიდან გამოსულმა ზაჰირ ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ მან სრული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით.

„მოვუყევი, როგორ გავიტანე ნახატი და იყო თუ არა ეს კონტრაბანდული გზა. საბუთები ჩვენ წესრიგში გვქონდა. როგორც თქვენთან მოვყევი, მათაც ისევე მოვუყევი ყველაფერი. საფუძველი არ არსებობს, რომ პოლიციამ საქართველოში საქმე აღძრას. საბუთები წარვუდგინე რაც გამაჩნდა. თვითონაც წამოღებული აქვთ კულტურის სამინისტროსგან დოკუმენტაცია. აინტერესებდათ, ვიცოდი თუ არა, რომ ნახატი ძვირფასი იყო და მე ვუპასუხე, რომ მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი,“ - აცხადებს ზაჰირ ჰუსეინოვი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა ეკა აბაშიძე, რომელიც ირწმუნება, რომ ვან დეიკის ნახატის მფლობელია.

დღის ამბები