20 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ე.წ. ფარნავაზის სკვერში სასტუმროს მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ

ე.წ. ფარნავაზის სკვერის ნაწილს კერძო მფლობელი ჰყავს და ქალაქის ძველ ნაწილში მდებარე სარეკრეაციო ზონის ადგილზე მალე შესაძლოა სასტუმრო კომპლექსი აშენდეს. სკვერის მფლობელს ტერიტორიის განვითარების საკუთარი გეგმა აქვს. ინვესტორები მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდებიან, რის შემდეგაც ავლაბარში ერთადერთი დასასვენებელი ადგილის ნაცვლად ახალი კომპლექსი უნდა გაშენდეს.

ქეთევან წამებულის გამზირის მოსახლეობა ე.წ. ფარნავაზის სკვერში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება, გაზეთ ასავალ-დასავალის რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს სურს. ამ ინფორმაციას თავად ლაშა ნადარეიშვილი არ ადასტურებს.

საჯარო რეესტრის მიხედვით ფართის მესაკუთრე ნიკოლოზ ოკლეია, თუმცა ადგილობრივები ფიქრობენ რომ უცხოელი ინვესტორის უკან ქართული ინტერესებია. 

ქეთევან წამებულის გამზირზე მაცხოვრებლები აქციების პარალელურად სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

დღის ამბები