20 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
პანორამა თბილისი - 54 მეტრიანი ბეტონის კედელი საცხოვრებელ სახლთან

54 მეტრი სიმაღლის ბეტონის კედელი რუსთაველის პირველ ნომრის მცხოვრებლების ინფორმაციით, მათი კორპუსიდან ერთ მეტრის დაშორებით შენდება.

კონსტრუქციის მშენებლობა პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია. კედელმა ერთმანეთისაგან რუსთაველის პირველ ნომერში მდებარე ისტორიული შენობა და ის სასტუმრო კომპლექსი უნდა გამიჯნოს, რომელიც ცეკავშირის ყოფილი შენობის ადგილას შენდება.

პროტესტის მიუხედავად პანორამა თბილისის პროექტის ავტორები დაგეგმილი სამუშაოების გადადებას არ აპირებენ. ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს ხიმინჯების მშენებლობის პროცესი. ადგილობრივები ყვებიან, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობის გამო სახლს ბზარები გაუჩნდა. 

თანაინვესტიორების ფონდში, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს, მოსახლეობის პრეტენზიებს დღის ბოლოს მოკლე განცხადებით უპასუხეს. კომპანიის განმარტებით, ზოგიერთ ადგილას დაშორება საცხოვრებელ კორპუსსა და დამცავ კედელს შორის რამდენიმე მეტრს აჭარბებს.

რუსთაველის პირველში მცხოვრებლების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები