20 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
"ტაბულას" ჟურნალისტებს და საინფორმაციო სამსახურის უფროსს თავს დაესხნენ

ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა ტაბულას თანამშრომლებზე. როგორც რუსთავი 2-სთვის ცნობილი გახდა ინციდენტი რესტორან ჭაშნაგირში მოხდა. 

ჩვენი ინფორმაციით  რესტორანში ტაბულას სამი თანამშრომელი და მათი მეგობარი ისხდნენ რა დროსაც მათთან 3 უცნობი პირი მივიდა და მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ტაბულას ტელეწამყვანი ლევან სუთიძე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა რელიგიურ თემატიკაზე გაკეთებული გადაცემებისა და რეპორტაჟების საფუძველზე მიაყენეს. 

სუთიძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მძიმე დაზიანებები არც მას და არც მასთან ერთად მყოფ სხვა პირებს არ მიუღიათ. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. არსებული ინფორმაციით არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის. 

 

 

დღის ამბები