ოკუპირებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან სოფელ ბერშუეთის მცხოვრები, 21 წლის ლაშა გლურჯიძე, გაათავისუფლეს.
ის სოფლის განაპირას მდებარე ეკლესიასთან ერთი კვირის წინ დააკავეს. ლაშა გლურჯიძე ე. წ. საჯარიმო თანხის, 2 ათასი რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.