რესტორან ჭაშნაგირში ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს პარლამენტის ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.
"გაჟღერდა, რომ თითქოს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა თუ ხელის შეშლა მოხდა, ასეთი შეფასება მგონი სწორი არ იქნება. ფაქტი ცუდია და გამოძიება უნდა დაიწყოს, დასრულდეს და შედეგი დადგეს, ის პირები ვინც ეს ჩაიდინა, საგამოძიებო ორგანოს წინაშე უნდა წარდგნენ და კანონის წინაშე პასუხი აგონ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.