რექტორთა საბჭომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელა. შეხვედრას, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორები ესწრებოდნენ განათლების მინისტრი ხელმძღვანელობდა.
უწყება 2015 წლის დეკემბერში მიღებული ცლილებათა პაკეტით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას გეგმავს.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელსაც 25-30 წელი ელოდებოდა საზოგადოება. ეს იქნება ძირეული რეფორმა და დალაგდება მეცნიერების მართვის საკითხები," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.