20 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ერთდღიანი გაფიცვის მონაწილე ბაღების დირექტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს

ერთდღიანი გაფიცვის მონაწილე ბაღების დირექტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება 4 ბაღის ხელმძღვანელს გუშინ ჩაბარდა, სადაც გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია ის, რომ მათ თანამშრომლების მართვა ვერ შეძლეს და მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ მერიას ინფორმაცია არ მიაწოდეს.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას კანონიერად აფასებს, გათავისუფლებული დირექტორები კი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ისინი მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ.

შეგახსნებთ, რომ 4-მა ბაგა-ბაღმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ერთი თვის წინ გაფიცვა მოაწყო. ისინი ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსაც შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ფინანსთა მინისტრი მათ საქმით დაინტერესებას დაჰპირდა, თუმცა პედაგოგებს მისგან პასუხი არ მიუღიათ.

დღის ამბები