20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
სტადიონის გარეშე დარჩენილი ბავშვები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს საპროტესტო აქციაზე ოლიმპის სტადიონის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. საფეხბურთო მოედნის დემონტაჟის შემდეგ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მოზარდების მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ოლიმპის სტადიონისთვის ფუნქციის დაბრუნებას აქციით მოითხოვენ.

ფეხბურთის ფედერაციის გარდა დღეს სპორტ-კომპლექს ოლიმპის მწვრთნბეკლებმა სტადიონის გადარჩენის საკითხით დაინტერესება მოსთხოვეს პრემიერმინისტრსაც, ისინი ამბობენ, რომ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე მაღალი სტანდარტების ერთადერთი მოედანი იყო თბილისში. უკვე მესამე კვირაა კი მოზარდები ვარჯიშს ვეღარ ახერხებენ.

ოლიმპის საფეხბურთო მოედნის ადგილზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, სამუშაოები უკვე დაწყებულია და სტადიონის დიდი ნაწილი უკვე დანგრეულია. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები