20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორები საზოგადოება და ბათუმელები იქნებიან

მთავრობის გადაწვეტილებით, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორები საზოგადოება და ბათუმელები იქნებიან. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა "დაიცავი ბულვარის" საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან.

კონცეფციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე შეჩერდება ყოველგვარი ნებართვების გაცემა. მიმდინარე სამუშაოები კი დასრულდება იმ ფორმით, რომ 2016 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს საფრთხე არ შეექმნას.

რაც შეეხება ბულვარის მერიის მფლობელობაში დაბრუნებას, როგორც განმარტავენ მერიას 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს ბულვარის მოვლა-პატრონობის ხარჯები, შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ვერ ჩაითვლება ცვლილებები ამ მიმართულებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები