საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ვიზას 48 საათში მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია France 24-მა გაავრცელა
France 24-ის სტატიაში საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის დროის შემცირებასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ისაუბრა.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვიზებს 48 საათში ინდონეზიის, თურქეთის, ვიეტნამის და სომხეთის მოქალაქეები მიიღებენ. საფრანგეთი ასევე მუშაობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზის მისაღებად ვადის ერთ დღემდე შემცირებაზე.
ლორანს არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან შემცირდება ვიზების გაცემის დრო.