დღეს ძველ თბილისში ე.წ. გოგილოს სკვერში გამართულ აქციას თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ. ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მერია აქციის მონაწილეების განცხადებას იზიარებს და სკვერში მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგება.
ლექვინაძის განმარტებით მერიის წარმომადგენლები იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც სკვერში შენობის აშენებას გეგმავენ და ალტერნატიულ ფართს შეთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ ძველ თბილისში აქციის მონაწილეები სკვერის ადგილზე შენობის აშენებას აპროტესტებენ.