"არა გაზპრომს" - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა თბილისის ქუჩებში. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მძღოლებს სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებზე მიაკრან სტიკერები წარწერით „არა გაზპრომს“.
აქცია შაბათს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი პროტესტის ნაწილია.
„ძალიან ბევრი იკრავს. ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 500 სტიკერი დავაკარით. ჩვენ ვნახავთ სხვადასხვა პერმანენტული ხასიათის პროტესტის ფორმებს, იმისთვს, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ფასი დაუჯდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ზინას აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.