13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 234 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ. დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა დონორების მხარდაჭერითა და წითელიჯვრის ორგანიზებით განხორციელდა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სტიქიის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.