02 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ლოს ანჯელესში ოსკარის ნომინანტები დაასახელეს

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად 8 ფილმი იბრძოლებს. მათ შორის, ოქროს გლობუსის ფავორიტები მარსელი და გადარჩენილი. სწორედ გადარჩენილია წარდგენილი წელს ყველაზე მეტ, 12 ნომინაციაზე. ფილმის ავტორს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს კი წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოპოვების შანსი კიდევ ერთხელ აქვს. მექსიკელ რეჟისორს კონკურენციას კიდევ 4 რეჟისორი გაუწევს.

ხუთ–ხუთი ვარსკვლავია წარდგენილი ქალებსა და მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაზე. მამაკაცებს შორის ლეონარდო დიკაპრიო, მეტ დეიმონი, ედი რედმეინი, ბრაიან კრენსტონი და მაიკლ ფასბენდერი ლიდერობენ. ქალებს შორის კი ჯილდოს მოპოვებას ქეით ბლანშეტი, ბრი ლარსონი, ჯენიფერ ლოურენსი, სირშა რონანი და შარლოტ რემპლინგი შეეცდებიან. ოსკარის რიგით 88–ე ცერემონია ლოს ანჯელესში 28 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები