დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, კახეთის გუბერნატორი გამოეხმაურა.
ირაკლი შიოლაშვილისთვის გაუგებარია ოჯახების პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ყველა სახელწიფო უწყებას, მათ შორის სამინისტროებს, ვისაც კი ხელი მიუწვდება შესაბამის ინფორმაიცაზე, ამ დრომდე ჩართულია პროცესში. მან მოუწოდა დაკარგულების ოჯახის წევრებს სიმშვიდე შეინარჩუნონ. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები აფერხებს.
ამავე თემასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ სამსახურში. უწყების ხელმძღვანელის გიორგი რუაძის განმარტებით, მაშველებს სამძებრო ოპერაცია ამ დღეების განმავლობაში არ შეუწყვეტიათ, თუმცა მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც დაკარგულებს ეძებენ, დიდი თოვლია, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში გაუჩინარებული მონადირეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ოჯახები იმ კონკრეტული პირების დასჯასაც ითხოვენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფომრაცია, რომ დაღესტნის საზღვარზე დაკავებული სამი ახალგაზრდა სწორედ ეს მონადირეები იყვნენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფომრაცია, სამი ახლაგაზრდის დაღესტნის ტერიტორიაზე შესაძლო დაკავების შესახებ.