20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
17 დღის წინ გაუჩინარებული მონადირეების ბედი ამ დრომდე უცნობია

ლაგოდეხის მთებში გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან. მათი თქმით, დაკარგული მონადირეების შესახებ უკვე მეჩვიდმეტე დღეა ინფორმაციას შესაბამისი უწყებები არ აწვდიან. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგულების ადგილსამყოფელის დადგენისთვის 2 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ლევან ჯალალოვი, ავთანდილ და დავით სამხარაძეები ლაგოდეხის მთებში სანადიროდ დეკემბრის ბოლოს წავიდნენ. სოფელში დაბრუნება კი სავარაუდოდ დიდთოვლობის გამო ვეღარ შეძლეს.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობით უკმაყოფილოა ლევან ჯალალოვის ოჯახიც. მათი თქმით, ახლაგაზრდები დაღესტანში სამართალდამცავებს ჰყავთ დაკავებული. დაკარგული ახალგაზრდის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს.

ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სამძებრო სამუშაოები ლაგოდეხის მთებში ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენა მაშველებმა ვერც ვერტმფრენის გამოყენებით შეძლეს. დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრების პრეტენზიები კი კახეთის გუბერნატორისთვის გაუგებარია.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი, ნიკა ვაწაძე. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები