20 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
56 182 ხმით ნიჭიერის მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე გახდა

მაყურებლის გადაწყვეტილებით 56 182 ხმით ნიჭიერის მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე გახდა. პროექტის მხარდამჭერი კომპანიებისგან ნიჭიერის გამარჯვებულს, მანქანა, ბინა თბილისში, ავეჯის ვაუჩერი, ტელევიზორი და ელტონ ჯონის კონცერტზე პრაღაში 2 კაციანი საგზური გადაეცა.

ბარბარამ უჩვეულოდ ძლიერი ხმით და არტისტულობით ჟიურიზეც და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება პირველივე გამოჩენიდან მოახდინა და შესარჩევი ეტაპიდანვე პროექტის ფავორიტად იქცა. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ბარბარა სამხარაძემ საფინალო სიმღერად The Beatles-ების Let it be შეასრულა და გულშემატკივრებთან ერთად, ჟიურის წევრების დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. ოცნების ასრულების შემდეგ, ბარბარა მომავლის გეგმებს ოჯახის წევრებთან ერთად აწყობს. ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს თბილისში თუ ჭაბუკიანში, თუმცა, ზუსტად იცის, რომ მსმენელს კიდევ ბევრჯერ და ისევ დიდი სცენიდან მიესალმება.

დღის ამბები