მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში პირველი მარტიდან აღარ აიკრძალება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ახალი რეგულაცია სავარაუდოდ წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება.
მმართველი გუნდის წევრები ხარვეზებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ პროექტში მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
უმრავლესობის დეპუტატების შენიშვნების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტის უკან გატანას არ აპირებს. მინისტრის მოადგილე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას წინააღმდეგია ოპოზიცია.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ მსხვილი იმპორტიორი კომპანიები, რომელებიც, გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგნენ.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თემურ ვარაზანაშვილი, ანუკა ელიზბარაშვილი, ედიშერ ტატელიშვილი.