საზოგადოებრივი სოლიდარობით აშენებული სახლი დვანში. ორი წლის წინ რუსულმა მავთულხლართებმა სამი ოჯახი აიძულა საცხოვრებელი საკუთარი ხელით დაეშალათ.
მერაბ მეკერიშვილს, მის ძველ საცხოვრებელთან რამდენიმე მეტრი და ე.წ. სასაზღვრო ზოლი აშორებს. ორი წლის წინ მეკერიშვილების ძველი საცხოვრებლის დროულად დაშლაში მონაწილეობა მხოლოდ ოჯახს და დვანის მოსახლეობას არ მიუღია.
სოციალურ ქსელში დაწყებული სოლიდარობის აქციის წყალობით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოხალისეებიც მუშაობდნენ.
მეკერიშვილებმა სამშენებლო მასალა კერძო პირებისა და თბილისის მერიისგან მიიღეს. ორი წლის შემდეგ, თანასოფლელების დახმარებით ახალი საცხოვრებლის მშენებლობა თითქმის დაასრულეს.
მეკერიშვილების გარდა, ორი წლის წინ, მოხალისეები ძველის სახლის დაშლაში კიდევ ორ ოჯახს დაეხმარნენ. მათი საცხოვრებლებიც მავთულხლართს მიღმა დარჩა.
რამდენიმე ოჯახის დასახმარებლად საზოგადოების გაერთიანება ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შეძლეს.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, გიორგი კვიწინაძე, ლიკა გოგიშვილი.