09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
რუსეთი უკრაინის თაობაზე მყარ გარანტიებს ითხოვს

რუსეთი 100-პროცენტიან გარანტიას ითხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ბრიტანელ ჟურნალისტს ფორუმის ფარგლებში გაესაუბრა, სადაც სიტყვით ვლადიმერ პუტინი გამოვიდა.

"მოსკოვს იმის მოსმენა სურს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას შეწყვეტს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სიტყვებს არავინ გვეუბნება, რაც გვანერვიულებს," - აცხადებს პესკოვი.

ამავე თემაზე
დღის ამბები