20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ვან დეიკის ტილო - კულტურის სამინისტროს კომისიის თავმჯდომარე ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა

ერთი საათის განმავლობაში კითხავდნენ დღეს სამართალდამცველები კულტურის სამინისტროს კომისიის თავმჯდომარეს.

მაია ციციშვილი ერთ-ერთია იმ სპეციალისტთა შორის, ვინც 2010 წელს სკანდალური ტილო შეაფასა. მისი განმარტებით, ნახატი თავად არ შეუსწავლია, თუმცა კომისიის დასკვნას დაეთანხმა.

„რა დასკვნას გავცემდით, რატომ, რა შედიოდა ჩვენს კომპეტენციაში, როგორ ვაფასებდით და რატომ გვეპარება ეჭვი, რომ ეს შეიძლება არ იყოს ვან დეიკი. შეგვაქვს ეჭვი, იმიტომ რომ არ ნახატს ჰქონდა ხელმოწერა, არ ჰქონდა ინიციალები, არ ჰქონდა სიძველის მიმანიშნებელი ბზარები, კროკელურები, რომლებიც ძირითადად ყოველთვის არის,“ - განაცხადა ხელოვნებათმცოდნე მაია ციციშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები