საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს ეწვივნენ და ბენეფიციარებს ძველით ახალი წელი მიულოცეს.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა შშმ პირებს პირადად გაესაუბრნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
„ჩვენ მოვედით, რომ მიგველოცა ახალი წელი, მოგვესმინა მათი პრობლემებისთვის, რა ჭირდებათ, რა აწუხებთ, რა უხარიათ, ყველაფერში გავერკვიეთ. მე მგონია, რომ ჩვენი, ყველას ვალია დავეხმაროთ, გვერდზე დავუდგეთ და რაც კი აწუხებთ პრობლემები გავიზიაროთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ყველაფერში დავეხმაროთ,“ - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
პანსიონატში 46 ბენეფიციარი ცხოვრობს.