20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ასწლოვან ხეებს აჭარაში საფრთხე ემუქრებათ-ოპოზიცია ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას იშვიათი ჯიშის ასწლოვანი ხეების ტერიტორიიდან გატანაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ციხისძირიდან 40 ძირი ასწლოვანი ხის გატანა იგეგმება. მათი ინფორმაციით, იშვიათი ჯიშის ტიტას ხეები აჭარის ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააქვთ.

მძიმე ტექნიკა ციხისძირში 4 დღის წინ შეიყვანეს. ოპოზიციაში აცხადებენ რომ ასწლოვანი ხეები ძირიანად უნდა ამოძირკვონ და სხვა ტერიტორიაზე გადარგონ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონია გამოყოფილი.

სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ თემაზე საუბარი არც ქობულეთის გამგებელს სურს. ადგილი, საიდანაც ასწლოვანი ხეების გატანა იგეგმება, სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტს ექვემდებარება.

ასწლოვანი ტიტა უნიკალურია და ის საქართველოში დაახლოებით 100 წლის წინ სამხრეთ ამერიკიდან ჩამოიტანეს.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თეა ვარშალომიძე. 

 

დღის ამბები