სოციალური ტერაპიის სახლში, სადაც 55 ბენეფიციარი უკვე წლებია მთელი დღის განმავლობაში სოციალური განვითარებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებენ, შესაძლოა გაზაფხულიდან დაფინანსების არარსებობის გამო დაიხუროს.
სოციალური ტერაპიის სახლის ბენეფიციარებს ამ დრომდე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები აფინანსებდნენ. ახლა კი მხოლოდ სახლმწიფოს ვაუჩერულ დაფინანსებაზე არიან, კოკრეტულად 1 ბენეფიციარი მთავრობისაგნ დღეში 11 ლარს იღებს. ჯანდაცვის სამინისტრო ვაუჩერული დაფინანსების გაზრდის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს, სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული სტანდარტებით 11 ლარი სოციალური თერაპიის ცენტრის ბენეფიციარებისთვის მინიმალური პირობების შესააქმნელად საკმარისია.
სოციალური თერაპიის ცენტრის ხელძღვანელის გათვლებით კი ეს დაფინანსება მხოლოდ კვებას და კომუნალურ გადასახადებს ყოფნის. ცენტრის ხელმძხავნელის თქმით, თუ დამფინანსებელი გაზაფხულამდე არ გამოჩნდა, მათ საკუთარი საქმის მიტოვება და სახლში წასვლა მოუწევთ.
ავტორი:გიგლა თუმანიშვილი