20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ზამთრის კურორტებზე კონტროლი მკაცრდება

ზამთრის კურორტებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ხვალიდან სათხილამურო ტრასებზე წესრიგს სპეციალური ფორმით ეკიპირებული სკი-პატრული გააკონტროლებს.

პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ახალ რეგულაციებთან ერთად ახალ სანქციებსაც ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტროში სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ სანქციები დაგეგმილზე მკაცრი იქნება. კონკრეტულად როგორი იქნება კანონდამრღვევი მოთხილამურეებისთვის რეგულაციები, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

სამთო-სათხილმაურო სპორტში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები სათხილმაურო ტრასებზე ვითარების გაკონტროლებას მიესალმებიან.

ავტორი:ანა წერეთელი 

დღის ამბები