20 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ვანში სამ თვეში თანამედროვე სამედიცო ცენტრი უნდა გაიხსნას-სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა

სამ თვეში ვანელებმა სამედიცინო მომსახურების მიღება უნდა შეძლონ, თუმცა საავადმყოფოსთვის განკუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ადგილობრივებმა კი ახალი სამედიცინო დაწესებულების პირველ მაისამდე გახსნის პირობა მიიღეს. შენობის მოწყობის ვალდებულება ჯანდაცვის სამინისტროსგან კომპანია ჯი-პი-აი-მ აიღო.

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჯი-პი-აი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დაადანაშაულა. დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ვანელები სამ თვეში მაღალი სტანდარტის მქონე სამედიცინო დაწესებულებას ვერ მიიღებენ, პასუხისმგებელი კერძო კომპანია იქნება.

ჯი-პი-აი-მ დღეს საავადმყოფოს აშენებისა და ვალდებულების შესრულების პირობა სამინისტროსა და ვანელებს მედიით მისცა.

იმ შემთხვევაში თუ ამ შენობაში 3 თვეში საავადმყოფო არ განთავსდება, კერძო კომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. გადავადდება ვანელებისთვის მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაც.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, გიორგი ჩიკვილაძე. 

დღის ამბები