არა გაზპრომს - არასამთავრობო ორგანიზაციები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე მიმდინაროებს სცენის მონტაჟი.
მოქალაქეები კანცელარიასთან შეკრებას დღეს 4 საათიდან დაიწყებენ.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, სანდრო სულაქველიძე, ქეთათო, ბორის დენისი და ჯგუფი ეპილონი, გამოუვალი მდგომარეობა მიიღებენ.
ორგანიზატორების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება“, - აღნიშნულია აქციის ფეისბუქ გვერდზე.