აქცია არა გაზპრომს ერთ-ერთი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს საზოგადოება ხელისუფლებას გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებში არ უნდა ენდოს, რადგან მთავრობის მხრიდან მოქალაქეების ტყუილებსა და ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს ისმენს.
„თუ ხელისუფლება ვერ გვიცავს ამ საფრთხეებისგან, საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ჩვენთვის მიუღებელია გაზპრომის გაძლიერება საქართველოში. გარდა ამისა, ეს უნდა დაინახოს რუსეთმაც, რომ საქართველოში გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც გვატყუებს ამ მოლაპარაკებების შესახებ, არსებობს საზოგადოებრივი მძლავრის აზრი, რომელიც არ შეეგუება რუსეთის გაძლიერებას საქართველოში. წარმოუდგენელია, ერთმანეთის გამომრიცხავი არგუმენტებით მთავრობა ხსნიდეს ასეთ სერიოზულ მოლაპარაკებების პროცესს, ამიტომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამაში ვენდოთ არ არსებობს", - აცხადებს ელენე ხოშტარია.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და გაზპრომთან მოლაპარაკებებს არ შეწყვეტს.
აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან 4 საათისთვის დაიწყება.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე