აბესაძის ქუჩაზე ხანძარი წყალგაყვანილობის მილებს გაუჩნდა. ცეცხლი მეზობელ შენობას მოედო და ერთი საცხოვრებელი სახლის აივანი, მეორე სახლის კი - სახურავი დაზიანდა.
ადგილზე 8 სახანძრო და 2 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება მათი თქმით, დაახლოებით 15 წუთში მოხერხდა. ხანძრის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
დაშავებულები არ არიან.