20 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
აბესაძის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულებს დავით ნარმანია დახმარებას ჰპირდება

აბესაძის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულებს დავით ნარმანია დახმარებას ჰპირდება. დედაქალაქის მერი დღეს მომხდარი ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულებს შეხვდა.

აბულაძის ქუჩაზე ხანძარმა ერთი საცხოვრებელი სახლის აივანი, მეორე სახლის კი - სახურავი დააზიანა. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, სახლის რეაბილიტაციის დასრულებამდე დაზარალებულებს დროებით გაიყვანენ და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფენ.

ხანძარი დღეს დღისით აბულაძის ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილებს გაუჩნდა. ცეცხლი ლოკალიზებულია.

დღის ამბები