ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ცენტრში. ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე აქცია საერთაშორისო და ქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლებმა გამართეს. შეკრებილები ზუგდიდში კომპანია მეტროს შესვლას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მგზავრების გადადინება მოხდება და მძღოლები გაკოტრებიან. მათი განმარტებით, ხელისუფლებას მათ რამდენიმეჯერ განუმარტეს პოზიცია, თუმცა მათ ყურადღებას არ აქცევენ.