20 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს

დედაქალაქის მერია აბესაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ხელოვნურად გამოწვევას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

„ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის მილები, რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადსაშიშ და აალებად პროდუქციას. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანი შემოღობილი იყო სამშენებლო ღობით და სამშენებლო ნაკვეთზე არ გადიოდა ხანძრის გამომწვევი საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ხანძარი გაჩნდა მიზანმიმართულად.“ - წერია განცხადებაში.

სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება უკვე დაწყებულია და დედაქალაქის მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

თბილისის მერია დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდება და სახლის სრულ რეაბილიტაციამდე ალტერნატიულ ფართით უზრუნველყოფას გეგმავს.

დღის ამბები