წინამძღვრიშვილის 100 ნომერის მოსახლეობა საბავშვო ბაღის მშენებლობას აპროტესტებს. ძველი ნაგებობის დემონტაჟი ერთი წლის წინ განხორციელდა, ადგილობრივების თქმით ტერიტორიაზე ახლა მერია 2 სართულიანი შენობის აღმართვას გეგმავს.
მოსახლეობის თქმით, სამუშაოები ირგვლივ მდებარე ავარიულ შენობებს, სადაც ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, კიდევ უფრო დააზიანებს. ამიტომ მათი მოთხოვნა მერიის მიმართ, პირველ ეტაპზე საცხოვრებელი შენობების შეკეთება, შემდეგ კი საბავშვო ბაღის არქიტექტურული პროექტის მათთან შეთანხმებით დამტკიცებაა.
ადგილზე დღეს თბილისის მერიც იმყოფებოდა.