ხელისუფლების მხრიდან გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებით სამი ადამიანი იხეირებს და დანარჩენი საქართველო იზარალებს. ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა «ივერიას» დამფუძნებელმა ნიკა რურუამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების პროტესტი უნდა გაითვალისწინოს და მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა შეაჩეროს.
„გაზპრომის შემობრუნებით იხეირებს მხოლოდ სამი ადამიანი, ვინც ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ხოლო დაზარალდება 5 მილიონი ქართველი. ამიტომ ეს არის სრულიად დაუშვებელი. საზოგადოების აზრი არის გადამწყვეტი. საზოგადოება თუ დადგება და იტყვის არ გვინდა ეს - არაკეთილგონიერია და ამის გაკეთება წარმოუდგენელია და არ შეიძლება, ხელისუფლება უკან დაიხევს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.