20 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"რუსეთზე არც ერთი პარამეტრით არ უნდა ვიყოთ მიბმული", - საზოგადოების წევრები გაზპრომთან მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან. ერთიანი ლოზუნგით გაერთიანებულმა ადამიანებმა ხელისუფლებას კრემლის უმსხვილეს კომპანიასთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

საზოგადოების წარმომადგენლების პოზიციით ხელისუფლებას დამაჯერებელი არგუმენტები გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე არა აქვს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი საქართველოს ოკუპანტი ქვეყანაა და მასთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა დაუშვებელია.

„ჩემთვის მთავარია არანაირად ვიყოთ მიბმული რუსეთზე არც ერთი პარამეტრით, არც ერთ საკითხში.“ - აცხადებს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

აქციის წევრები მიიჩნევენ, რომ გაზპრომი რუსეთისთვის საკუთარი ზრახვების განსახორციელებლად ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია და მასზე ენერგო დამოკიდებულება ქვეყნისთვის საზიანოა.

კანცელარიასთან იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

დღის ამბები